28 დეკემბერი, 2017

რატი ამაღლობელის რადიკალური გადაწყვეტილება

მიუხედავად იმისა, რომ პოეტი რატი ამაღლობელი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, კოლეგის ზვიად რატიანის ვიდეოჩანაწერის ეთერში გაშვების შემდეგ, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ტელევიზიას ბოიკოტი გამოუცხადა:

“რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადეობრივ მაუწყებელზე, ძალიან მიყვარს ის ხალხი, ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს მაუწყებლის რადიოში “ხმების ისტორია”, ტელე სივრცეში, “ჩემი წიგნი” და “სიტყვების თამაში”.

დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით, აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედია საშუალებასთან, როგორც რესპოდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება.

ასე რომ, მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან ბოიკოტი საზმაუს.”