5 დეკემბერი, 2017

ქართველი ბანის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

ქართველმა ბანმა გიორგი ჭელიძემ აურილიანო პერტილეს და ჯოვანი მარტინელის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა.

გიორგი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორია.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან 50 მომღერალი მონაწილეობდა. მათ მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების ხელმძღვანელები და მენეჯერები აფასებდნენ.

კონკურსანტთა შორის ჟიურიმ საუკეთესოდ ქართველი ბანი მიიჩნია და პირველი პრემიაც მას მიანიჭა.