Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მსახიობი გიორგი მაკარიძე შიმშილობას იწყებს

20 დეკემბერი, 2017

მსახიობი გიორგი მაკარიძე შიმშილობას იწყებს30 წლის ცირკის მსახიობი გიორგი მაკარიძე შიმშილობას იწყებს.

ხელოვანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას მუშაობის ყველანაირი საშუალება მოუსპეს.

გიორგი მაკარიძე:

“6 წელია ცირკის მსახიობი ვარ და ჩემს საქმეს ერთგულად ვემსახურები. სამწუხაროდ, მომისპეს ყველანაირი საშუალება ვიმუშავო ჩემი პროფესიით და გავაბედნიერო ბავშვები, ამიტომ 26 დეკემბერს ვიწყებ შიმშილობას.

ღია ცის ქვეშ ვარ დარჩენილი, სამსახურის გარეშე, ამიტომ გადავწყვიტე მივმართო უკიდურეს ზომას – შიმშილობას, რომ მივიქციო იმ ადამიანების ყურადღება, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია.
წერილობით მივმართეთ ყველას, ვისთვისაც შეიძლებოდა მიგვემართა – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქით დაწყებული, კულტურის მინისტრით დამთავრებული, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

არ გვიშვებენ არც სკოლებში, არც ბაღებში, რომ ვიმუშავოთ, ჩავატაროთ ღონისძიებები, ბავშვები გავამხიარულოთ და სასაცილო ფასად – 4 ლარად გაყიდული ბილეთებით არსებობა შევძლოთ. ამასწინათ ერთ-ერთ ბაღში გავმართეთ წარმოდგენა და 70 ლარი ავიღეთ.

ბევრი მიდის უცხოეთში და იქ მუშაობს. ვიცი, რომ კარგ ფულს იხდიან, მაგრამ არ მინდა უცხოეთში წასვლა, ჩემს ქვეყანაში ყოფნა და მუშაობა მინდა. ხომ არ ვითხოვ, მე მხარ-თეძოზე წამოვგორდები და თქვენ ყველანაირი კომფორტი შემიქმენით-მეთქი, მინდა მომცენ საშუალება ვიმუშავო და ჩემი შრომით ვიცხოვრო ჩემს სამშობლოში.”