12 დეკემბერი, 2017

მანიკა ასათიანი გაქურდეს

მოდელი მანიკა ასათიანი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

ინფორმაცია ქურდობის შესახებ მანიკამ თავად გაავრცელა:

“გუშინ ღამე სახლი გატეხილი და გაქურდული დამხვდა! მე და გიო ვიყავით მარტოები და ფიქრიც არ მინდა, რომ მიმესწრო ქურდისთვის, რა მოხდებოდა. ის ფაქტი უფრო მაგიჟებს, რომ წარმოვიდგენ, ვიღაც უცხო დაბოდიალობდა ჩემს სახლში, ვიდრე ის, რომ ძვირფასი ოქროები და ფულია წაღებული, მათ შორის ჩემი ქმრის საქორწილო ბეჭედი.

ზოგადად, გუშინ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მსგავსი ქურდობა ხდება ქვეყანაში და არ შეიძლება, რომ უფრო ინფორმირებულები ვიყოთ?!

ამ დროში ადაიანების დაუთოვება, დასკოჩვა და ა.შ. თუ კიდევ ხდებოდა მე პირადად არ ვიცოდი და მძიმე რეალბა ისაა, რომ ხდება და არა იშვიათად! გამომძიებლებმა და ექსპერტებმა ბევრი მსგავსი შემთხვევის შესახებ მიამბეს (დილის 6 საათამდე ჩემს სახლში იყვნენ).

მე დიდი იმედი მაქვს ქურდს მივაგნებთ და საკადრისადაც დაისჯება, მაგრამ თქვენ გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ფრთხილად იყავით! ფაქტია, რომ სანამ ჩემ თავზე არ გამოვცადე ეს საშინელება, არაფერი არ ვიცოდი და ისიც ფაქტია, რომ არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა ქურდობის (მარტო ჩემთან ყოფნისას 2-3 გამოძახება იყო ქურდობაზე) და რას ნიშნავს ეს?!

მარტო თბილისში თუ ღამეში რამდენიმე სახლი იქურდება, ნორმალურია?!”