19 დეკემბერი, 2017

“ისინი უნდა ისჯებოდნენ ძალიან მკაცრად!”

ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია რუსთაველის გამზირზე ბოროტმოქმედების მიერ ულამაზესი საახალწლო ბურთის დაზიანებას აპროტესტებს და დამნაშავეების ძალიან მკაცრად დასჯას მოითხოვს:

“ვიცი, რამდენ შრომას სიყვარულს და რუდუნებას დებენ ამ საქმეში და მერე მიდიან ბარბაროსები და ამ ნაშრომს ანადგურებენ, სპობენ იმას რაც ეკუთვნის ხალხს, ჩვენს ბავშვებს!

ამიტომ მათი მისამართით არ უნდა იყოს ლოიალობა, ისინი უნდა ისჯებოდნენ ძალიან მკაცრად!”