23 დეკემბერი, 2017

გიორგი სუხიტაშვილი საახალწლო კონცერტის გარეშე დარჩა

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი საახალწლო კონცერტის გარეშე დარჩა:

“მოკლედ, ასეთი ჩამოუყალიბებელი როდემდე უნდა იყოს ეს სფერო. გირეკავენ, გითანხმებენ კონცერტს, მერე ამბობ უარს ბევრ რამეზე და მერე იგებენ, რომ ტენდერია ჩასატარებელი და თანხას ვეღარ ქაჩავენ.

უკვე მეორე წელია გორი “მოწოდების სიმაღლეზეა”, შარშან 20 დეკემბრის მერე დამირეკეს და წელს შეთანხმებული ეხლა გამიუქმეს…

ტენდერი ახლა უნდა ტარდებოდეს?”