26 დეკემბერი, 2017

გიორგი მახარაძის დასახმარებლად ერთ ღამეში სოლიდური თანხა შეგროვდა

მსახიობ გიორგი მახარაძეს, რომელიც ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის, ერთ ღამეში 4 ათას დოლარზე მეტი შეუგროვდა.

ინფორმაცია გიორგი ნიკოლაიშვილმა გაავრცელა:

“ძვირფასო მეგობრებო, სევდანარევი სიამაყით ვწერ ამ სტატუსს. გიორგი მახარაძის დასახმარებელი თანხა ყოველ საათში იზრდება. 12 საათში უკვე $4,000-ზე მეტი მოვაგროვეთ.

გთხოვთ გააგრძელოთ წინა პოსტის გაზიარება, რათა ბევრმა ნახოს და თანხა ჩარიცხოს. ასეთი ერთსულოვანი, ასეთი გაერთიანებული ქართველები მიყვარს. ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ამერიკის ქართული ემიგრაცია საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ერთად დგომით სხვას ვაძლიერებთ.

დავფიქრდეთ, არავის იცის, გიორგის შემდეგ ვინ იქნება ჩვენი ბენეფიციარი. დღეს გაღებული თუნდაც $1, ხვალ სიკეთით დაგვიბრუნდება. ჩვენი სულების გადასარჩენად; ჩვენი მომავლისთვის, გავაგრძელოთ ასეთი სოლიდარობა და დავეხმაროთ ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობს, რათა გადარჩეს! უდიდეს მადლობას გეუბნებით ყველას!

ჩვენ ეს შეგვიძლია!

ჩვენ ერთად ერთი ვართ!

სიკეთე ხომ ყველაზე სწრაფად გადამდებია“.

გახსნილია ანგარიში მისი დედის, თეონა ჩივაძის სახელზე:

TBC ბანკი

TBCBGE22

მიმღების დასახელება:

თეონა ჩივაძე

ანგარიშსწორების ანგარიში:

GE16TB7747845061100065