Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გელა ფარჩუკიძის კაპელას რეკორდული რაოდენობის ნახვა აქვს

27 დეკემბერი, 2017

გელა ფარჩუკიძის კაპელას რეკორდული რაოდენობის ნახვა აქვსგელა ფარჩუკიძე და მისი ბავშვთა კაპელა “ნიჭიერის” ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

მაესტრომ და მისმა 80-მა უნიჭიერესმა ბავშვმა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ლეგენდარული “ქვინის” ერთ-ერთი ჰიტის “ბოჰემური რაფსოდიის” შთამბეჭდავი შესრულება ჯერ ფრედი მერკურის გულშემატკივართა გვერდზე მოხვდა, შემდეგ “ქვინის” გვერდზე, ახლა კი ქართველი ბავშვების ნიჭიერებამ იაპონიაშიც ჩააღწია.

გელა ფარჩუკიძე:

“ალილუია – ჩვენს კაპელას 22 დღეში უკვე 25 (!!!) მილიონი ნახვა აქვს.

მადლობა უფალო და მადლობა თქვენ, ვისაც ეს გიხარიათ.

იხარეთ. ამინ.”

გელა ფარჩუკიძის კაპელას რეკორდული რაოდენობის ნახვა აქვს