Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაეცანით პეტრე ოცხელის უცნობ ესკიზებს

13 დეკემბერი, 2017

გაეცანით პეტრე ოცხელის უცნობ ესკიზებსსაქართველოს ხელოვნების სასახლემ დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით ერთ-ერთი კერძო პირისაგან შეიძინა ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის, ქართული მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის პეტრე ოცხელის, ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი ორი ნამუშევარი.

ეს არის დეკორაციის ესკიზები სპექტაკლისათვის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“. იოანე ვაკელის 4 მოქმედებიანი სპექტაკლის „აპრაკუნე ჭიმჭიმელის“ პრემიერა 1934 წლის 18 მაისს გაიმართა, მისი დამდგმელი რეჟისორები იყვნენ ვასო და ნიკო გოძიაშვილები.

1939 წელს ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს.

1937 წელს კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა.

მხატვრმა მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.

პეტრე ოცხელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც Google-ს კულტურული ინსტიტუტის ვებ გვერდზე მსოფლიოს უდიდესი მხატვრების: ლეონარდო დავინჩის, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, კარავაჯოს და სხვათა შორის განთავსდა.

პეტრე ოცხელი 1937 წლის რეპრესიებს 30 წლის ასაკში შეეწირა, ოცხელის პროფესიული კარიერა მხოლოდ 9 წელიწადს გაგრძელდა და მან სამწუხაროდ ვერ მოასწრო საკუთარი ნიჭის სრულად რეალიზება.

გაეცანით პეტრე ოცხელის უცნობ ესკიზებს

გაეცანით პეტრე ოცხელის უცნობ ესკიზებს