თბილისის ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის მიერ “ნიჭიერში” შესრულებული ქვინის “ბოჰემური რაფსოდია” მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.
ინფორმაცია “ნიჭიერის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:
“კაპელა A Queen Of Magic-ზე!
www.aqueenofmagic.com ქვინის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმაა, რომელსაც მხოლოდ ფეისბუქზე 800.000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
პლატფორმა ქვინის ახალი ამბების ესპანურ ენაზე გასავრცელებლად 2000 წელს შეიქმნა.
ძალიან გვეამაყება!”
A Queen Of Magic-ის ფეისბუქგვერდზე თბილისის ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის გავრცელებულ ვიდეოს ათასობით ნახვა, მოწონება, გაზიარება და დადებითი კომენტარი აქვს.