10 დეკემბერი, 2017

დიმიტრი ჯაიანი თბილისში ჩამოასვენეს

სოხუმის თეატრის მსახიობის დიმიტრი ჯაიანის ცხედარი თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს. საქართველოს სახალხო არტისტს აეროპორტში უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა, იგი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, მაგრამ ვიზიტი დაგვიანებული აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დიმიტრი ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 10 დეკემბერს ნიშნიანიძის 17-ში, 11 დეკემბერს რუსთაველის თეატრში.

მსახიობს 12 დეკემბერს 14 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.