მსახიობი დიმიტრი ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გაავრცელა:
”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და მის ახლობელ-მეგობრებს.”