“დედ-ა-გვიტირეს!”

ასე აფასებს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სახელმწიფოს მიერ ქართული ენისადმი დამოკიდებულებას:

“ხომ არ იცით, ამ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, რომელია “სახელმწიფო ენა”?

თქვენ კი ამბობთ, რომელიც არის, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ეს მთავრობაშიც ასევე იციან?

და იმაშიც დარწმუნებული ხართ, რომ მათგან ერთმა კაცმა მაინც ჩაიხედა ბატონ მიხეილ ჭაბაშვილის “უცხო სიტყვათა ლექსიკონში”? (გვ.75: “გალერეა” -იტალ. “გალლერია”).

მე კი ვამბობდი (კომუნისტურ ეპოქაში, როცა რუსეთის კოლონია ვიყავით, ბატონ ნუგზარ ფოფხაძისადმი რწმუნებულ “ტელერადიოკომიტეტში”, 1979-დან მოყოლებული, ვიდრე…), “ენა დედაა ერისა”-მეთქი, მაგრამ დღეს, “თავისუფალ” საქართველოში უკვე წახდა იგი (“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”…) და ტირის: დედ-ა-გვიტირეს!!!”