დათო ტურაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა.

კულტურის სამინისტროში მწერალი სიტყვით უნდა გამოსულიყო, რა დროსაც თავი ცუდად იგრძნო.

ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მწერალს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კულტურის სამინისტროში შეხვედრა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემლობებთან დაგეგმა.