Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დაინახოს რუსეთმა, რომ ნათიას შეიძლება აფხაზეთი წაართვას, მაგრამ…”

18 დეკემბერი, 2017

"დაინახოს რუსეთმა, რომ ნათიას შეიძლება აფხაზეთი წაართვას, მაგრამ..."მას შემდეგ, რაც 21 წლის აფხაზეთიდან დევნილმა, გალელმა გოგონამ ნათია თოდუამ გერმანული “ვოისი” მოიგო, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.

მის ნიჭს და შესაძლებლობებს საქართველოში ასე აფასებენ:

პეტრე კოლხი – პოეტი:

“დაინახოს რუსეთმა, რომ ნათიას შეიძლება აფხაზეთი წაართვას, მაგრამ მთელმა მსოფლიომ ეს პატარა გოგონა მისი გენის სახელით გაიცნო… ყველამ იცის, რომ ნათია თოდუა არის რუსეთისგან წართმეული აფხაზეთიდან… სადაც ასეთი ნიჭების წყალობით დავბრუნდებით აუცილებლად… ის, რაც პოლიტიკამ ვერ შეძლო, ნათიასნაირები შეძლებენ…”

მანანა დუმბაძე – მწერალი:

“აი ის, ჯენის ჯოპლინური ხრინწი რომ ამოსდის ყელიდან, აფხაზეთის მონატრებაა! გერმანიამ დაუფასა, საქართველომ – ვერა.”

მაია დარსმელიძე – მომღერალი:

“გერმანულ ვოისებშიც დაგვებედა გამარჯვებები და საერთოდ, დროა მგონი ერთი მოშნად შევანჯღრიოთ გლობუსი.”

ოთო ნემსაძე  – მომღერალი:

”ვერ ვხვდები რატომ ხდება ესე, ყველას თავისი აზრი აქვს ყველასთან დაკავშირებით.
მოვიდა? შენი შტანგა აწია? რამე დაგიშავა? მეტიც საერთოდ გაგეცალა და საქართველოს დროშა აფრიალა.
მეორე საკითხია უკვე როგორ მღერის, სად ვერ იმღერა, ქართულ კონკურსებში როგორ წარმატებას მიაღწია.
უბრალოდ იამაყეთ ამ გოგოთი!”

მანანა დოიაშვილი – სცენარისტი:

“ეს არის მაგალითი! თუ აქ უსამარათლოდ, სნობურად დაგიწუნებენ, გული არ გაიტეხოთ! ბრავო ნათია!”

ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი:

“როგორი საგულისხმოა ეს ფრაზა ნათია თოდუასთან დაკავშირებით: “საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ქვეყნიდან.”
ვისაც არ გაქვთ მოსმენილი, სჯობს არც მოუსმინოთ აქ ჩატარებული მსგავსი კონკურსების ჟიურის წევრების შეფასებებს მის ნამღერზე.
არადა, ეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს.
ნათიას გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გოგომ ყველაფერს თვითონ მიაღწია, მხოლოდ და მხოლოდ თვითონ.

მაიკო კაჭკაჭიშვილი – კომპოზიტორი:

“მართლა მიხარია და ვულოცავ ამ გოგონას გამარჯვებას! მაგრამ გაბუნიას რომ მიახტით მთლად მასეც არაა საქმე. გააჩნია სად იმარჯვებ და ქვეყანას როგორი თანამედროვე მუსიკა და მუსიკოსები გააჩნია, რამშტაინს თუ არ ჩავთვლით…. იქ ნამდვილად უნდა მოეგო და მოიგო კიდეც! ჩვენ თუ ნაკლებად განვითარებული ქვეყანა ვართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ გოგონაზე ნაკლები კონკურსანტები გავიდნენ ჩვენს ტელე მუსიკალურ შოუებში…. მაპატიეთ და ძალიან გთხოვთ ბოღმა და შური არ დამაბრალოთ, ეგრეც არ მიჭირს.”

ზაზა ორაშვილი – რეჟისორი:

“ვაშა! ნიჭიერმა ქართველმა გოგომ მოიგო გერმანიის ვოისი! ბრავო ნათია თოდუა!”

ლევან ჩიჩუა – TL, მომღერალი:

“ძალიან მიხარია ნათიას გამარჯვება, გილოცავ ნათია. მაგრამ მწყინს ძალიან ჩემი ერის ის, რომ სანამ სხვა ქვეყანაში რამეს არ მიაღწევI, შენს ქვეყანაში არავინ არ გაფასებს. ვერ ვხვდები რისი ბრალია, ან ბოღმის და შურის, ან არაპროფესიონალიზმის.”

ბესიკ ნემსაძე – მომღერალი:

“ნათია! ყოველთვის მჯეროდა რომ უფრო მეტს იმსახურებდი! და დამტკიცდა კიდეც გილოცავ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარე.”

გოგა ჩანადირი – ფოტოხელოვანი:

“ახლა ვუყურე “ვოის ოფ ჯერმენის” კონკურსზე ნათია თოდუას გამოსვლას.
ორი თვეა, ამ გოგოს ვაკვირდები.
არის საოცრად გულწრფელი, ლაღი, ბრწყინვალე ხმის მქონე და შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის სატელევიზიო მუსიკალური შოუ დიდი უპირატესობით მოიგო.
მის მწვრთნელს გაუმართლა, რომ ნათიას სახით ასეთი შეგირდი ჰყავდა.
ახლა ქილიკობენ, საქართველოში “იქს ფაქტორში” დაიწუნესო.
არც ეს მიკვირს, რადგან მაშინ, 17 წლის გოგო გამარჯვებისთვის მზად არ იყო და არც მწვრთნელი ჰყავდა.
ის ამ წარმატებამდე შრომით მივიდა და გვაჩვენა, რომ ცხოვრებაში არ არსებობს მარცხი, რომლის გამოც ხელები უნდა ჩამოვუშვათ. ხოლო გერმანიამ
გვაჩვენა, რომ ნიჭს ეროვნება არ აქვს და 84-მილიონიან ქვეყანაშიც კი შეიძლება კონკური არაგერმანელმა მოიგოს.
ვულოცავ ნათიას წარმატებას.
მან მსოფლიოს შეახსენა, რომ ქართველები მუსიკალური ერი ვართ.”

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი:

“ნათია, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით!”

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

“ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებულია! გილოცავ ნათია! საქართველო ამაყობს შენით!”