18 დეკემბერი, 2017

“არ ჩამქოლოთ…”

ასე მიმართავს რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი საზოგადოებას:

“არ ჩამქოლოთ, მაგრამ არ მიკვირს და არც ვკიცხავ ადამიანებს ბანკების დაყაჩაღების გამო. ამ გაჭირვებულ ხალხს ბანკები გვაყაჩეღებს უკვე მრავალი წელია!!! სარგებლობენ ხალხის გაჭირვებით და ისე ურახუნებენ პროცენტებს. დიახ, ურახუნებენ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. როგორც გაუხარდებათ!!! უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა ბანკებმა მთელი საქართველოს მოსახლეობა.

ასე რომ, თუ აყაჩაღებს ახლა მას ხალხი… ისევ მათი ბრალია! სახელმწიფოში, სადაც სასაცილო და სატირალი ხელფასებია ნებისმიერ სფეროში, არ შეიძლება ბანკების და ონლაინკრედიტების ასეთი სითავხედე! გაანადგურეს მევახშეებმა ქვეყანა! თფუ! ფურთხის ღირსი ხარ მართლა საქართველო!”