2 დეკემბერი, 2017

“აი, ეს არის თავი და თავი!”

– დაიკარგა ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთობები, ზრდილობა, მორიდება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა და მრავალი სხვა… აი ეს არის თავი და თავი დღევანდელი უბედურობების… – სწორედ ეს მიაჩნია მსახიობ თემო გვალიას საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობის მთავარ მიზეზად:

“ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს. თან ვფიქრობ, რა უნდა გაეკეთებინა 16-17 წლის ბავშვს ისეთი, რომ მოსაკლავად გაემეტებინა ვინმეს.

რა თქმა უნდა, ყველა დროში ხდებოდა მსგავსი მკვლელობები და მომავალშიც მოხდება ალბათ, მაგრამ ადრე შიში იყო. შიში იმისა, რომ ვინმე ვინმეს თუ მოკლავდა, გარეთაც და ციხეშიც ეკითხებოდნენ – რატომ? ამ კითხვაზე მკვლელს უნდა გაეცა პასუხი. და თუ ეს პასუხი ვერ იქნებოდა გამამართლებელი მკვლელის საქციელისა, იგი ისჯებოდა ქუჩაშიც, ციხეშიც და ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო-დამალულიყო. შიში იყო, შიში! სთხოვდნენ პასუხს და ვალდებული იყო აეხსნა თავისი საქციელი… და თუ ვერ ახსნიდა, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცეოდა. დიახ, ყველაფერი ასე იყო.

დღეს? რა ხდება დღეს? დღეს უმეტესობას არ ეშინია, რომ პასუხს მოსთხოვენ ან სამეზობლოში, ან სამეგობროში, ან უბრალოდ ქუჩაში თუ ციხეში. დღეს ყველაფერ კაცურზე და ვაჟკაცურზე უარი ითქვა.
სამაგიეროდ ნაწილი ახალგაზრდობის და არა მხოლოდ ახალგაზრდობის, ერთმანეთს ეჯიბრება პიდარასტობაში, ერთმანეთის ჩაშვებაში, გოთვერნობაში და ათას მამაძაღლობაში… ეს არის დღევანდელი რეალობა… არავინ არავის სათანადო პასუხს არ სცემს ნამოქმედარზე… იცის ამა თუ იმ არაკაცური საქციელისთვის რომ არ მოსთხოვს არავინ არავის და იმიტომაც ხდება ეს უბედურებები.. “საზოგადოებრივ ანარქიას” დავარქმევდი ამ ყველაფერს.

მე ამას ვწერ ახლა და იმ საცოდავი ბავშვის ოჯახი თუ ახლობლები გლოვობენ, ემშვიდობებიან მას… და კითხვაზე “რატომ”, მაინც არ იქნება ამომწურავი პასუხი…

იღრიჭინეთ ახლა პრადვინუტო პიდარასტებო ქუჩის აკადემიაზე თუ ქართულ “ჩოხა-ახალუხზე”… ჯერ სად არის… წესრიგი შეიძლება თქვენი მეთოდებით ქვეყანაში ოდნავ შეცვალოთ, მაგრამ ადამიანებში შეგნება რომ უკან-უკან იხევს რა გენაღვლებათ.

დაიკარგა ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთობები, ზრდილობა, მორიდება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა და მრავალი სხვა… აი, ეს არის თავი და თავი დღევანდელი უბედურობების…

უფალო, უშველე გზას აცდენილ საქართველოს!”