მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე მეორე ბიჭის მამა გახდა:
“მომილოცეთ! ორი ბიჭის მამა გავხდი. პატარა ნიკო ნიჟარაძე გაჩნდა.”
პატარა დავით დავარაშვილის კლინიკაში დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
აჩიკო ნიჟარაძეს და მის მეუღლეს ნუცა ქირიას 5 წლის ალექსანდრე ჰყავთ.