30 დეკემბერი, 2017

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების და ლიზი რამიშვილის გერმანული წარმატება

ქართველმა მუსიკოსებმა გერმანიაში ერთობლივი კონცერტი გამართეს და მსმენელი საკუთარი შესრულებით მოაჯადოვეს.

ელმაუში ჩატარებულ კონცერტზე დაუკრეს პიანისტებმა ხატია და გვანცა ბუნიათიშვილებმა და ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა.

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ქართველი მუსიკოსები დამსწრე საზოგადოებამ აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.