21 დეკემბერი, 2017

ხატია ბუნიათიშვილის და დემნა გვასალიას წარმატება

დიზაინერი დემნა გვასალია და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

გავლენიანმა სამხრეთ კორეულმა გამოცემამ კორეაში ყველაზე ცნობილი 10 ადამიანის სია გამოაქვეყნა, სადაც ორი ქართველი – დემნა გვასალია და ხატია ბუნიათიშვილი მოხვდნენ.

გამოცემა არგუმენტად წერს, რომ BALENCIAGA-ს გახსნამდე მაღაზიასთან რიგი 3 დღით ადრე იდგა, ხოლო ხატია ბუნიათიშვილზე წერს, რომ პიანისტის კონცერტის ბილეთები პირველივე დღეს სრულად გაიყიდა.

ინფორმაციას “ფოტო ხელოვნება” ავრცელებს.