22 დეკემბერი, 2017

“საქმე ისე არ არის, როგორც აგორდა”

აცხადებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის თემას ეხმაურება:

“ყველაზე მთავარია ამ მომენტისთვის, რომ ჭორებს და ბრალდებებს დაესვას წერტილი. გაირკვა, რომ საქმე ისე არ არის, როგორც აგორდა სოციალურ მედიაში. ორშაბათს კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ ყველა მხარის მოვალეობებს ამ პროექტში, რომ არ იყოს სხვადასხვა ინტერპრეტაციები.

არ შემიძლია ჩემი წუხილი არ გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის ვითარებაში ჩაუხედავად აკეთებენ განცხადებებს და ბრალდებებს აყენებენ ფანსტასტიკის დონიდან. ქალბატონ მანანას გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. უსამართლო ბრალდებები გაისმა მის მიმართ.

ორშაბათს, როცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, წერტილი დაესმება ამ საკითხს. მანანა ბერიკაშვილის გასვლა პროექტიდან წარმოუდგენელია, ის ბევრ მიმართულებაშია ჩართული. მწერლებმა ქალბატონი მანანას ემოციური განცხადების საფუძველზე გააკეთეს განცხადება. მოგვეცით დრო, რომ დავაზუსტოთ ორშაბათს ეს საკითხი.

კონკრეტული შეთავაზება გავაკეთე – მომავალში ასეთი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ჯგუფი, რომელსაც ყოველდღიური წვდომა ექნება მზადების დეტალთან, რომ ინფორმაცია იყოს გამჭირვალე და ჭორები აღარ ვრცელდებოდეს.”