4 დეკემბერი, 2017

“პირველად ვიძახი ხმამაღლა!”

– დაისაჯონ დამნაშავეები, პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე, ღმერთი არ გაგიწყრეთ და ხელი არ დააფაროთ მკვლელებს, თორემ მერე უარესი და უარესი იქნება და ამას დასსრული არ ექნება, – აცხადებს რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი:

“ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულსთვის, დიდმაც და პატარამაც, გავლენიანი მამის შვილმაც და უბრალო “მოკვდავმაც”.

ხო ივაჟკაცე (ბიჭუნი) და დაკალი ორი ამხნაგი? ახლა დედიკოსთან ერთად გარბიხარ და დედის კაბის ქვეშ იმალები? სადაა შენი “თავმოყვარეობა” თუ გაქვს საერთოდ?! მშობლებთან ერთად ხარ პასუხისგებაში მისაცემი, საიდან ეს ამხელა ბოღმა და ღვარძლი? რა გაქვთ ჯერ სკოლის მოსწავლეებს ასეთი გასაყოფი და მოუგვარებელი, რომ ასე ჩეხავთ ერთმანეთს?!

პ.ს. პირველად ვიძახი ხმამაღლა: დაისაჯონ დამნაშავეები, პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე, ღმერთი არ გაგიწყრეთ და ხელი არ დააფაროთ მკვლელებს, თორემ მერე უარესი და უარესი იქნება და ამას დასსრული არ ექნება, სისხლს სისხლი მოყვება და დავწყდებით საერთოდ, ისედაც სამი ცალი ქართველი დავრჩით.”