მომღერალმა ოთო ნემსაძემ დიდი ხნის ნატვრა აისრულა და საქართველოზე სიმღერა იმღერა.
სიმღერის სახელწოდებაა “საქართველო” და მისი ავტორი კომპოზიტორი ზურაბ მჟავიაა. სიმღერის არანჟირება კი Betkho’s Audio Lab-ს ეკუთვნის.
ოთო ნემსაძე:
“ესეც ახალი სიმღერა. სულ მინდოდა მემღერა ჩემს ქვეყანაზე და ეს ნატვრა ბატონმა ზურა მჟავიამ ამიხდინა… ბედნიერი ვარ!
იმედი მაქვს, მომავალში ნაკლები ტკივილი ექნება ჩვენს ქვეყანას.
მოუსმინეთ და გააზიარეთ.”