28 დეკემბერი, 2017

ნიკოლოზ რაჭველის ბოიკოტი

კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მწერლების მოსაზრებას იზიარებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებს:

“მთელი არსით და შეგნებით მეც ვუცხადებ ბოიკოტს საზოგადოებრივ მაუწყებელს, იქამდე ვიდრე უკლებლივ არ შეიცვლება ხელმძღვანელობა, ადამიანები, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ უკადრებელი გადაწყვეტილების მიღებაში რაც ზვიად რატიანთან მიმართებაში მოხდა!!!

[სხვა სტრუქტურების საქციელზე უკვე ზედმეტიცაა კომენტარი]…

ბოდიშს ვიხდი საჯაროდ, რომ ოპერაში ამ თემას არ გამოვეხმურე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩემი ნაწარმოები ყველა დროში ძალადობის დაგმობას ეძღვნებოდა. არ ვიცოდი ამბავი, ბოლო დღეები იმდენად კონცენტრირებულად ვმუშაობდი პრემიერისთვის, რომ ინფორმაციებზე წვდომა არ მქონდა…

ამ საღამოს კი მივდივარ აქციაზე და ვუერთდები ყველა თაობის ჩემს ძვირფას ქართველ მწერლებს!!!”