3 დეკემბერი, 2017

“მაპატიეთ!”

ასე მიმართავს განო მელითაური ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილ დათო სალარიძესა და ლევან დადუნაშვილს:

“ვიზიარებ ამ საშინელ ტრაგედიას, შეძრული ვარ, სამარცხვინო საზოგადოება გავხდით! განა რა დააშავეს ასეთი!

არამზადებო! ლაჩრებო სამარცხვინო ოჯახების სამარცხვინო შვილებო! არ მჯერა რომ ჩემი ცხრა წლის შვილი ყოველდღიურად ამ სკოლაში დადის და მისი მეგობრები და უფროსი მეგობრები… და ყოველდღიურად ამდენ აგრესიას ვთესავთ ჩვენი გულგრილობით შვილების მათი პრობლემების სხვისი შვილების მიმართ.

ძალადობა და ტერორია სახლებში, სამსახურებში, კლუბებში… აგრესიას აღარ ვიცით სად გავექცეთ.

მე არ მქონდა პირველი დადებითი… ვერ დავიცავი თქვენი ათინათები ვერც ვერაფრით დაგეხმარეთ…
არც კი გიცნობდით ბიჭებო …მაპატიეთ!

სისხლის მდინარეები წალეკავს ქვეყანას და ერთი იასამანიც აღარ დარჩება გულზე დასაკონებლად…”