22 დეკემბერი, 2017

ლევან წულაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი რეჟისორის ლევან წულაძის სპექტაკლი რჩეულთა შორის მოხვდა.

საბერძნეთში ერთ-ერთმა გამოცემამ დაასახელა საუკეთესო 12 სპექტაკლი, რომელიც საახალწლო დღეებში აუცილებლად უნდა ნახო.

ჩამონათვალში ლევან წულაძის მიერ დადგმული “ჰამლეტი” აღმოჩნდა.

ქართველმა რეჟისორმა ათენში „დანაშაული და სასჯელის” განხორციელების შემდეგ, მეორე სპექტაკლიც დადგა და  არჩევანი “ჰამლეტზე” შეაჩერა. ლევან წულაძემ გადაწყვიტა შექსპირის ყველასთვის კარგად ცნობილი პიესა მაყურებლისთვის განსხვავებულად და ორიგინალურად შეეთავაზებინა.