14 დეკემბერი, 2017

“კომედი კლაბი” სკანდალში გაეხვია

რუსეთის იუმორისტული გადაცემა “კომედი კლაბი” სკანდალში გაეხვია. იუმორისტებმა ინგუშ გოგონაზე იხუმრეს, რომელიც მეძავის როლს წარმოადგენდა. რამდენიმე წუთში “ტეენტეს” შენობასთან 60-მდე ინგუში მამაკაცი მივიდა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელს და “კომედი კლაბის” მთავარ დირექტორს ბოდიში მოახდევინეს.

ინფორმაცია და ვიდეოები გიო ჯიშკარიანმა გაავრცელა:

“ერთ-ერთ რუსეთის მთავარ იუმორისტულ არხზე იხუმრეს ინგუშ გოგოზე, რომელიც წარმოადგენდა მეძავის როლს.

რა თქმა უნდა” ეს არ მოეწონათ ჩვენ ინგუშ ძმებს და იმ წუთშივე სოციალური ქსელის საშუალებით შეიკრიბა 60 ინგუში მამაკაცი. ისინი მივიდნენ რუსეთის მთავარი არხის შენობასთან “ტეენტე” და აიძულეს ყველას ბოდიში მოეხადა, მათ შორის, “კომედი კლაბის” მთავარ დირექტორს და “ტეენტე”-ს არხის ხელმძღვანელს.

ასევე ჩვენმა ინგუშ ძმებმა მოითხოვეს გადაეღოთ მათთვის ერთი დიდი ვიდეო რგოლი და გაეშვათ ის რუსეთის მთავარ არხზე, რათა ყველა დამნაშავეს სახალხოდ ბოდიში მოეხადა და მოეყოლა, თუ ვინ არიან ინგუში ქალები, როგორ სათუთად ინახავენ მათ ღირსებას ინგუში მამაკაცები. და ვინც შეურაცხყობს კავკასიელის ღირსებას სახალხოდ მოიხდიან ბოდიშს.

ასეთები არიან ჩვენი ინგუში ძმები. აიღეთ მაგალითი და დაიცავით თქვენი მანდილოსნების და თქვენი ერის ღირსება. ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ მუჭად და სხვებისგან მივიღებთ დაფასებას. თქვენ ქართველებო, თქვენი ერის ღირსების დასაცავად რისი გაკეთება შეგიძლიათ?”