20 დეკემბერი, 2017

ეს რა არის?

28 იანვარს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ლეგენდარული “სუხიშვილები” კონცერტს გერმანიაში გამართავს.

აფიშაზე, რომელიც გერმანიაში ქართველი მოცეკვავეების კონცერტის შესახებ იუწყება, წერია, რომ “სუხიშვილები” გრუზინების ნაციონალური ბალეტია – NATIONALES BALLETT DES GRUSIENS SUKHISHVILI.

ვინ თარგმნა ქართული ნაციონალური ბალეტის სახელწოდება ამ აფიშისთვის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ქართველი გერმანულად გრუზინი ნამდვილად არ არის.