14 დეკემბერი, 2017

“ეს არის დანაშაული”

“ტფილისის ჰამქარი” კოჯრის ქუჩის სამ ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის და შენობის თანადროული ავთენტური ღობის განადგურებულ ფოტოს აქვეყნებს:

“კოჯრის ქ. N3.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი.

არქიტექტორი: პ.ზურაბიანი

ეს არის დანაშაული, რომელიც საბიუჯეტო თანხებით მთაწმინდის რაიონის გამგეობამ განახორციელა, რის შედეგადაც განადგურდა შენობის თანადროული ავთენტური ღობე!

წინასწარ ვიცით, რომ მათი პასუხი იქნება შემდეგი შინაარსის: “ღობე ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა გამაგრებას…”

სამარცხვინოა, როცა UNESCO-ს ძეგლთა ნუსხაში ნომინირებულ ქალაქში, ძეგლის სტატუსის ობიექტებს ასე ვექცევით!”