Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ძალიან დიდი ძალა სჭირდება ხელოვანს, რომ აქ რამეს მიაღწიოს”

18 დეკემბერი, 2017

"ძალიან დიდი ძალა სჭირდება ხელოვანს, რომ აქ რამეს მიაღწიოს"ასე მიაჩნია ცოტნე გამსახურდიას და ამის მიზეზებსაც განმარტავს:

“ძალიან დიდი ძალა სჭირდება ხელოვანს, რომ აქ რამეს მიაღწიოს. დიდი ნებისყოფა, სიმტკიცე, სიყვარული (არ ვიცი – რის), გჭირდება, რომ გაარღვიო ეს ჩაკეტილი კუტოკები, სადაც ძირითადად ვიღაცების ნათესაობით ან ასოს ლოკვით ხვდებიან. მაპატიეთ პირდაპირობისთვის.

როდესაც შენს თავში, ნიჭში, შრომისმოყვარეობაში დარწმუნებული ხარ, რამ უნდა შეგაკავოს რომ არ მოტრიალდე, მიაფურთხო აქაურ ბომონძღს და წახვიდე იქ, სადაც ობიექტურად დაგაფასებენ…

დარჩები? მოგიწევს ყოველდღიურად ვიღაც ნაძირლებთან ლაქუცი, ხვეწნა, საკუთარ თავზე გადაბიჯება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ერთი მუჭა ქვეყნიდან კიდევ ერთეულმა შემფასებლებმა მოგისმინონ, ან წაიკითხონ შენი ნაწერი…”