Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა”

24 დეკემბერი, 2017

"ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა"ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქში აზავრეთის ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ტაძრის უახლეს ფოტოებს კუკური მეტრეველი ავრცელებს:

“აზავრეთი (VII–IX,Xსაუკენეები), ახალქალაქი, ჯავახეთი.

ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა, ან რამე ხომ არ დაუზიანდა?

მაგრამ უძლებს დრო და ჟამს, ისევ ისე დგას, ეს, მართლაც დალოცვილი, კარგი ნატიფი ხელით ასე მყარად ნაგები, მრავალსაუკუნოვანი ტაძარი!

სანთლები დავუნთე, საახალწლოდ ტკბილეულიც დავტოვე, ყველაფერი კიდევ ერთხელ გადავამოწმე (“გადამალული” ქვის ბარელიეფიც ადგილზე დამხვდა. კიდევ ერთი ჯვრიანი ქვა შევამჩნიე ინტერიერში) და დამშვიდებული წამოვედი.”

"ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა"