Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ბანის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

5 დეკემბერი, 2017

ქართველი ბანის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზექართველმა ბანმა გიორგი ჭელიძემ აურილიანო პერტილეს და ჯოვანი მარტინელის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა.

გიორგი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორია.

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან 50 მომღერალი მონაწილეობდა. მათ მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების ხელმძღვანელები და მენეჯერები აფასებდნენ.

კონკურსანტთა შორის ჟიურიმ საუკეთესოდ ქართველი ბანი მიიჩნია და პირველი პრემიაც მას მიანიჭა.

ქართველი ბანის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე