Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სასწრაფო რეაგირებაა საჭირო!”

11 დეკემბერი, 2017

"სასწრაფო რეაგირებაა საჭირო!"აცხადებს “ტფილისის ჰამქარი” და მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ნაშთების დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“SOS – მტკვრის ქუჩაზე კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით (!!!) რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო ტექნიკა აზიანებს არქეოლოგიურ ნაშთებს.

ზერელე დაკვირვებით ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების ნაგებობა. დიდი ალბათობით აბანო, კოშკის ნაფუძარი, ან სხვა ნაგებობა, რაც აუცილებლად უნდა დაზუსტდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადგილი იყო ორბელიანთუბანი, სავარაუდოდ, ნაგებობა უნდა ყოფილიყო ორბელიანების საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი.

სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! მოვითხოვთ არქეოლოგის დაუყოვნებლივ ჩართვას და ნაშთების ჯეროვნად შესწავლა-გადარჩენას!”

"სასწრაფო რეაგირებაა საჭირო!"