Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რა გვჭირს?”

16 დეკემბერი, 2017

"რა გვჭირს?"ასე თვლის რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და ამის მიზეზსაც განმარტავს:

“ათენში კინოთეატრის ხელმძღვანელი მეუბნება, რომ 35 წელია კინო ბიზნესშია და ძალიან კარგად არჩევს კარგ და ცუდ ფილმებს, მითხრა რომ “დინოლა” არის შედევრი და “დედე” დაუჯერებელია შენნაირ ახალგაზრდამ რომ გადაიღოო. მოკლეთ სასწაული მომავალი მიწინანსწარმეტყველა. ჩემი ფილმი გაუგზავნია ბევრი კინოკრიტიკოსისთვის, რომლებსაც არ უნახავთ – მე დაჟინებული ვთხოვდი ნახვასო და სამჯერ მაინც გავუგზავნე ლინკებიო. ვინც ნახა ყველამ აღნიშნაო, რომ მოლოდინს გადააჭარბაო და ჩემთან შეხვედრები ისურვეს.

სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ათენის კულტურის ცენტრის დირექტორმა ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ ათენი დაგვათვალიერებინა და აღნიშნა, რომ “დედე”-ში გამოყენებული დრამატურგია ახასიათებს ბერძნულ მითოლოგიას. აქამდე მე ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ უფრო გაოგნებული მაშინ დავრჩი, როდესაც ჟურნალისტებთან მქონდა შეხვედრები და ჩემი ფილმის გმირს ადარებდნენ მშვენიერ ელენეს. მსგავსი ტიპის ღრმა შინაარსიანი კითხვები დღემდე ჩემთვის არავის დაუსვამს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული კულტურის შესახებ ბერძენ ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია, ქართველები კარგი კუთხით გააცნოს ბერძნებს…

არ შემიძლია არ ავღნიშნო ისიც, თუ როგორ აფასებენ კულტურას აქ და როგორ არის შენარჩუნებული არქიტექტურული ძეგლები ყველგან.

აი, ჩვენ რა გვჭირს, როდის დავკარგეთ გემოვნება, რატომ დავკარგეთ, ეს მაგიჟებს!!!

უგემოვნო წინაპრები რომ გვყოლოდა, ამხელა არიტექტურას არ დაგვიტოვებდნენ!

მარტო უშგული რომ ავიღოთ, ისეთი არქიტექტურით არის აშენებული კოშკები და მაჩუბები, ერთი მეორეს არ ეფარება!

ეხლა???

ერთ თვეში უშგულში მივდივარ და წინასწარ გამოვიტირე თოვლის საბანქვეშ მოტნეული კოშკები და მაჩუბები, რომლებიც დღეებს ითვლიან!

რო დამინახავენ შემომჩივლებენ და მე კი სირცხვილით თვალი უნდა ავარიდო, ვითომ არ დამინახავს.

ჩემ თავზე ვბრაზდები, რა მაინცდამაინც ჩემ თვალწინ უნდა დაინგრეს თორმეტ საუკუნეს გადარჩენილი კოშკები და მაჩუბები?

რა მაინცდამაინც ჩემ თვალწინ…

მე დანაშაულის შეგრძნება მაქვს, გამოუსწორებელი დანაშაულის წინაპრების წინაშე, მომავლის წინაშე…”