Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“პასუხი ჩვენი წახდენისთვის მოვთხოვოთ ჩვენ თავს!”

2 დეკემბერი, 2017

"პასუხი ჩვენი წახდენისთვის მოვთხოვოთ ჩვენ თავს!"პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ ეს ლექსი წლების წინ დაწერა, თუმცა დღევანდელი რეალობას იგი ყველაზე მეტად შეეფერება:

“ნუ ვეძებთ მკვლელებს საქართველოს ფარგლების გარეთ,
რადგან ქართველებს
ქართველები თვითონვე კლავენ!
ნუ ვეძებთ სხვაგან ავაზაკებს და ქურდბაცაცებს,
რადგან ქართველებს
ქართველები თვითონ ძარცვავენ!
გადაგვარების ჩვენის მიზეზს
ნუ ვეძებთ სხვაგან,
დამნაშავენი ყველაფერში
ჩვენა ვართ რადგან
და სჯობს სარკეში ჩავიხედოთ
და ყველამ ერთად
პასუხი ჩვენი წახდენისთვის
მოვთხოვოთ ჩვენ თავს!”