Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” ფინალისტია

11 დეკემბერი, 2017

ნათია თოდუა გერმანული "ვოისის" ფინალისტიააფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” ფინალისტია.

მან გადამწყვეტ ბრძოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჯგუფ “ქვინის” სიმღერა “Somebody To Love” უნაკლოდ შეასრულა.

ქართველი კონკურსანტის შესრულებას დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ნათია ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ნათია თოდუასთვის გერმანული ვოისის პირველივე ტური წარმატებული აღმოჩნდა. გამორჩეული და არაორდინალური შესრულების წყალობით, ქართველმა კონკურსანტმა მაშივენ რჩეულთა შორის დაიკავა ადგილი.

ახლა წინ მთავარი შოუა – გერმანული ვოისის ფინალი 17 დეკემბერს გაიმართება.