Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნათია თოდუას გერმანული ტრიუმფი გრძელდება

25 დეკემბერი, 2017

ნათია თოდუას გერმანული ტრიუმფი გრძელდებაგერმანული ”ვოისის” ქართველი გამარჯვებულის, 21 წლის ნათია თოდუას ტრიუმფი გრძელდება.

აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი პროექტში გამარჯვების შემდეგ, ფინალისტებთან და ორ ნახევარფინალისტთან ერთად გერმანიის ქალაქებში საკონცერტო ტურნეს გამართავს.

გერმანული გამოცემა BILD წერს, რომ აქტიურად განიხილება ევროვიზიაზე გერმანიის სახელით ნათია თოდუას გამოსვლა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქართველი მომღერლის სახელს უკავშირდება, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის კოკა კოლა-ს კორპორაციული საღამოა, სადაც ორგანიზატორებმა ნათია თოდუა მიიწვიეს.

ასე რომ, დაიჯერეთ – სასწაულები ხდება.