Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მონური ფსიქოლოგია ვერასდროს გაგვხდის თავისუფალს”

21 დეკემბერი, 2017

"მონური ფსიქოლოგია ვერასდროს გაგვხდის თავისუფალს"აცხადებს პოეტი პეტრე კოლხი და მიაჩნია, რომ ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ არის ქცეული:

“ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა… ამდენი ,,დრამატურგი”, მთელი სამყარო რომ მოვიაროთ, ერთად არ იქნება… ამიტომ არის, ვიღაცის უბედურებას რომ ადვილად ვავრცელებთ… მერე ვგლოვობთ მასთან ერთად, ვღვრით ნიანგის ცრემლებს და ვამძიმებთ ერთმანეთს…

სამაგიეროდ, გაღიმებულ, მხიარულ და ნათელ ადამიანებს ვკლავთ… არ ვაძლევთ სუნთქვის, არსებობის საშუალებას…

მონური ფსიქოლოგია ვერასდროს გაგვხდის თავისუფალს….

ტკივილს ყველაზე მეტად ღიმილი უხდება!..

გ ა ი ღ ი მ ე თ!”