Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან”

22 დეკემბერი, 2017

"მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან"დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ ეს განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხს შეეხებოდა:

“ძალიან ემოციური და გულწრფელი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ყველანი საერთო პასუხისმგებლობიდან გამოვედით, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობა, ფრანკფურტის ბაზრობაზე, ამ ვეებერთელა პლატფორმაზე, არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ მთლიანად საქართველო წარსდგეს.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩართულობას ამ პროცესში, რადგან ეს ყველა ჩვენგანს ეხება. კონკრეტული შედეგის სახით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან. წიგნის ეროვნული ცენტრი კვლავ გააგრძელებს თანამედროვე ევროპული მენეჯმენტის სახით მუშაობას.”

მწერლების, პოეტების, მთარგმნელებისა და გამომცემლების აზრით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა. ამის მიზეზი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის და ამ პროექტის ხელმძღვანელის დეა მეტრეველის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადება გახდა.