Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მალე საოცარი მოვლენის მომსწრენი გავხდებით”

24 დეკემბერი, 2017

"მალე საოცარი მოვლენის მომსწრენი გავხდებით"ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე 25 დეკემბრის მნიშვნელობაზე საუბრობს:

“მეგობრებო, ორშაბათს არის ისტორიული დღე. ქართული ეკლესიის ისტორიაში არ ყოფილა შემთხევევა, პატრიარქი ყოფილიყო 40 წელი. სულ მალე საოცარი მოვლენის მომსწრენი გავხდებით თითოეული ჩვენთაგანი.

უწმინდესი მუდამ მოგვიწოდებს ერთად ლოცვისთვის. აი, ორშაბათს კი ჩვენ – მთელი ერი გავერთიანდეთ პატრიარქის გარშემო. დღის 12 საათზე სადაც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ყველანი გავჩერდეთ და ვილოცოთ უწმინდესისთვის: ,,მადლობა უფალო, უწმინდესის მომადლებისთვის, კვლავაც მიეცი წელთა სიმრავლე.”

ვინც შეძლებს დაანთოს ერთი სანთელიც. გვწამს, რომ ერთად ლოცვა ყველაზე მეტად შეეწევა ჩვენს საოცარ პატრიაქს. არ დაიზაროთ, გაუზარეთ ეს პოსტი მეგობრებს და ყველას უთხარით: ნათესავს, ახლობელს, თანამშრომელს, მრევლს, არა მრევლს, შეყვარებულს, ძმაკაცს… ყველას ყველას. ერთად ვილოცოთ. ლოცვა იყოს მადლიერი ერის სულიერი საჩუქარი პატრიარქისთვის.”