Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლევან წულაძის საერთაშორისო წარმატება

22 დეკემბერი, 2017

ლევან წულაძის საერთაშორისო წარმატებაქართველი რეჟისორის ლევან წულაძის სპექტაკლი რჩეულთა შორის მოხვდა.

საბერძნეთში ერთ-ერთმა გამოცემამ დაასახელა საუკეთესო 12 სპექტაკლი, რომელიც საახალწლო დღეებში აუცილებლად უნდა ნახო.

ჩამონათვალში ლევან წულაძის მიერ დადგმული “ჰამლეტი” აღმოჩნდა.

ქართველმა რეჟისორმა ათენში „დანაშაული და სასჯელის” განხორციელების შემდეგ, მეორე სპექტაკლიც დადგა და  არჩევანი “ჰამლეტზე” შეაჩერა. ლევან წულაძემ გადაწყვიტა შექსპირის ყველასთვის კარგად ცნობილი პიესა მაყურებლისთვის განსხვავებულად და ორიგინალურად შეეთავაზებინა.