Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იცით როგორია სიყვარულის მათემატიკა?

2 დეკემბერი, 2017

იცით როგორია სიყვარულის მათემატიკა?“სიყვარულის მათეტიკა” – ასე უწოდა თავის ახალ ჩანაწერს მწერალმა გიორგი კეკელიძემ:

“არაზუსტია სიყვარულის მათემატიკა. სკოლის შენობის ზურგზე მიწერილ მარტივ ფორმულას – ამას + ის = სიყვარულს, დრო ხან წევრს და ხან პასუხს უცვლის. ამიტომაც, ვერავინ დაწერა სიყვარულის სახელმძღვანელო. და თუ დაწერა, მეორე წელს ვეღარ ივარგა. ან გმირები მაშინ დახოცა, როცა რომეოს და ჯულიეტას ტოლები არიან და ამით ცოტა ცინიკურად გვითხრა: სიყვარული მხოლოდ მაშინაა მარადიული, თუ მას მწვერვალზე სიკვდილი მიუსწრებს. ჰო, 30 წლის რომეო ალბათ ჰამლეტს დაემსგვასებოდა.

ამიტომაც, ფორმულები უნდა წავშალოთ. უფრო სწორედ, მხოლოდ მე და შენ უნდა დავრჩეთ, მხოლოდ პლუსით. თუ რას ვუდრივართ, ამაზე დრომ იმტვრიოს თავი – ხვალ, ზეგ და მაზეგ.”