Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ირაკლი ფირცხალავას და მასტერის საახალწლო საჩუქარი

31 დეკემბერი, 2017

ირაკლი ფირცხალავას და მასტერის საახალწლო საჩუქარიირაკლი ფირცხალავამ და მასტერმა ახალი დუეტი ჩაწერეს.

ჯემალ სეფიაშვილის ცნობილი სიმღერის “გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო” ახლებურად აჟღერების შემდეგ, მათ საახალწლოდ ჯგუფის “სახე” ერთ-ერთი ჰიტი “თოვლის მოსულა” ორიგინალურად შეასრულეს.

სიმღერაზე გიორგი კიკალიშვილმა ვიდეორგოლიც გადაიღო და საახალწლოდ კლიპი ინტერნეტში გავრცელდა.

მასტერი:

“ახალი კლიპით გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წელიც ასეთი პოზიტიური გამოდგეს!

განსაკუთრებული მადლობა ჯგუფ “სახეს”, რომ თავის დროზე დაწერეს ასეთი კარგი სიმღერა და მერე ჩვენ გვანდეს.

მოისმინეთ, შეაფასეთ, გაიზიარეთ.”