Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისი რჩეულია

16 დეკემბერი, 2017

თბილისი რჩეულიასაქართველოს დედაქალაქი იმ 21 ქალაქის ჩამონათვალში მოხვდა, რომლებიც მოგზაურობის მოყვარულებმა მომავალ წელს აუცილებლად უნდა მოინახულონ.

National Geographic-ის სიაში – best trips 2018 – თბილისიც მოხვდა.

ეთიოპიის, მექსიკის, არგენტინის, ავსტრალიის, ავსტრიის, შვედეთის, ირლანდიის, ჩილეს, მაროკოს, სამხრეთ კორეის, ალბანეთის, კანადის, ნიდერლანდების ულამაზესი ქალაქების სიაშია თბილისიც.

სტატიის ავტორს საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მეტად ერთმანეთში შერწყმული სპარსული, არაბული, ბიზანტიური, ოსმალური და რუსული არქიტექტურა ხიბლავს.