Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს არის დანაშაული”

14 დეკემბერი, 2017

"ეს არის დანაშაული"“ტფილისის ჰამქარი” კოჯრის ქუჩის სამ ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის და შენობის თანადროული ავთენტური ღობის განადგურებულ ფოტოს აქვეყნებს:

“კოჯრის ქ. N3.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი.

არქიტექტორი: პ.ზურაბიანი

ეს არის დანაშაული, რომელიც საბიუჯეტო თანხებით მთაწმინდის რაიონის გამგეობამ განახორციელა, რის შედეგადაც განადგურდა შენობის თანადროული ავთენტური ღობე!

წინასწარ ვიცით, რომ მათი პასუხი იქნება შემდეგი შინაარსის: “ღობე ავარიული იყო და არ ექვემდებარებოდა გამაგრებას…”

სამარცხვინოა, როცა UNESCO-ს ძეგლთა ნუსხაში ნომინირებულ ქალაქში, ძეგლის სტატუსის ობიექტებს ასე ვექცევით!”

"ეს არის დანაშაული"