Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დროზე ამოიღეთ ხმა ყველამ!”

2 დეკემბერი, 2017

"დროზე ამოიღეთ ხმა ყველამ!"მიმართავს საზოგადოებას მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე და სკოლებში მეტ სიმკაცრეს ითხოვს:

“სკოლებში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და აიკრძალოს სწავლის პერიოდში ბავშვების გასვლაც და შემოსვლაც. ასევე უნდა გაძლიერდეს სკოლების და ბაღების დაცვა. ვისაც უნდა შედის და გამოდის ყველგან. ჩვენი შვილები არ არიან დაცული. მარტო კამერების დაყენება არ არის უსაფრთხოების დაცვა.

დროზე ამოიღეთ ხმა ყველამ. არასრულწლოვანი ბავშვები ქალაქში დადიან შეიარაღებულები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. უფრო მეტი ყურადღება და ჩართულობაა საჭირო მშობლების, განათლების სამინისტროსი და შსს სამინისტროს უფრო მკაცრი ქმედებები.

ვისაც სწავლა არ უნდა და “ბლატაობა უნდა” არ არის საჭირო სკოლაში ნორმალური აზროვნების და სწავლა მოწყურებული ბავშვების გვერდით იყვნენ. მოსწავლეებზე დაკვირვება და მათ ქცევებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მშობელმა და სკოლამ ერთად და თუ ბავშვი არ ემორჩილება არც სკოლის წესებს და არც მშობელს, ასეთი ბავშვი აუცილებლად უნდა იქნას გარიცხული სკოლიდან.”