Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი მახარაძის სპეციალური მიმართვა

28 დეკემბერი, 2017

გიორგი მახარაძის სპეციალური მიმართვასულ რამდენიმე დღეა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და მისი პრობლემის გარშემო ყველა გაერთიანდა.

გიორგიმ გადაწყვიტა თავისი გულშემატკივრებისთვის სპეციალური განცხადებით მიემართა და თითოეული ადამიანისთვის დახმარებისთვის მადლობა გადაეხადა:

“პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს, ვისაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს, ვინც მგულშემმატკვივრობს…

მოკლედ, ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით, ის თანხა, რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად, გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას.

შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით….

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს, რომლებიც მზად არიან დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება, რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა….

კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ესეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით რითიც შემეძლება უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას.

წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მთეეეეელი გულით

P.S ეს მადლობა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი.

HALA MADRID! მიყვარხართ!”