Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ასე ძალიან არ ვიცი ოდესმე თუ რამე მითხოვია”

26 დეკემბერი, 2017

"ასე ძალიან არ ვიცი ოდესმე თუ რამე მითხოვია"მეცნიერისა და ფოლკლორისტის ტრისტან მახაურის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. არაერთი თაობის აღმზრდელისთვის ერთ თეთრსაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

რიტა შუბითიძე, ტრისტან მახაურის სტუდენტი:

“მეგობრებო, გემუდარებით, ასე ძალიან არ ვიცი ოდესმე თუ რამე მითხოვია თქვენთვის. ვისაც რა შეგიძლიათ გამოიჩინეთ გულისხმიერება, გთხოვთ! უსაყვარლესი და უკეთილშობილესი ლექტორის დახმარებას გთხოვთ! თითოეული ჩვენგანის მხარში დგომა სჭირდება უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მეცნიერს, ფოლკლორისტს… ადამიანს.

ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში:
GE28LB0711120651150002
მიმღები: თეონა ჭალიძე

თითოეული თეთრიც კი შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს…”

მიხეილ ღანიშაშვილი, პოეტი:

”ახლახან თბილისიდან შემატყობინეს ძალიან სამწუხარო ამბავი: ცნობილი ფოლკლორისტი, ლიტერატორი და შესანიშნავი პიროვნება ბატონი ტრისტან მახაური ძალიან ცუდად ყოფილა.

მას ამ ორიოდე წლის წინათ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა კუჭზე, შემდეგ ქიმიებსაც იკეთებდა და თითქოს გამომჯობინდა კიდეც. მაგრამ ვერგამა დაავადებამ კვლავ თავი იჩინა…

ამასწინათ უნივერსიტეტში ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ვნახე და ისეთი გამხდარი და დაუძლურებული მეჩვენა, რომ ლამის ენა მუცელში ჩამივარდა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე.

გუშინ-გუშინწინ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებია. ისეა ტკივილებისაგან დაუძლურებული, რომ საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირსო…

ტრისტანი უსახსროა და მომვლელ-პატრონის ხელიც აკლია.

მე ჭართალაში ვიმყოფები, სოფლის საქმეებში ვარ გახლართული და არც კი ვიცი, როდის ან როგორ შევძლებ თბილისში ჩამოსვლას, რომ ისე და იმდენად მაინც მივშველებოდი, რაც და როგორც შემეძლებოდა.

აბა, უექიმოდ და უწამლოდ ავადმყოფს რა უნდა ეშველოს?

ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით მეგობრებს, ახლობლებსა და ნაცნობებს, ვინც ახლა თბილისში იმყოფებით ან ხელი მიგიწვდებათ კარგ ექიმებსა და კლინიკებზე, რომ დაუკავშირდეთ და დაეხმაროთ ამ დიდებულ ადამიანს!”

ეს არის ტრისტანის ტელეფონის ნომერი: 595152261

"ასე ძალიან არ ვიცი ოდესმე თუ რამე მითხოვია"