6 დეკემბერი, 2017

ქართული ცეკვით აღფრთოვანებული დიტერ ბოლენი

პოპულარული ჯგუფის Modern Talking-ის წევრი დირეტ ბოლენი ქართული ცეკვით აღფრთოვანდა.

გერმანულ “ნიჭიერის” ახალ სეზონში 7-მა ქართველმა მოცეკვავემ ცეკვა შეასრულა. კონკურსანტებმა ქართული საბრძოლო ცეკვა ქართული მუსიკის გარეშე წარმოადგინეს.

შოუს ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მომღერალმა დიტერ ბოლენმა ქართული საბრძოლო ცეკვის შეფასებისას მოწონება ვერ დამალა.

ჟიურის სამი წევრიდან ქართველების შესრულება მხოლოდ ერთმა დაიწუნა, ორმა კი ქართველ მოცეკვავეებს “კი” უთხრა და გერმანული “ნიჭიერის” შემდეგ ტურებში მონაწილეობის შანსი მისცა.

https://www.rtl.de/videos/caliburn-zeigen-eine-echt-starke-schwerter-show-630832.html