15 დეკემბერი, 2017

საქველმოქმედო საღამო თურქეთში ჯაბა ბოჯგუასთვის

16 დეკემბერს 19 საათზე, სტამბულში სულთანაჰმედზე, კაფე „ჯოიში“ ჯაბა ბოჯგუას მხარდასაჭერად გაიმართება საღამო ემიგრანტთათვის.

“ჯაბა გახლდათ აქტიური ბავშვი და პატარობიდანვე აწუხებდა გულის დაავადება. მომღერალს მოციმციმე არითმიის ფონზე 5-ჯერ გაუჩერდა გული და მუდამ კონტროლზე იყო მისი მოღვაწეობის მანძილზე. დაკავებამდე გადაწყვეტილი იყო ჯაბას სტამბულში გადაყვანა სამკურნალოდ, თუმცა საკანში მოხვედრამ, ჩაკეტილმა სივრცემ და მკურნალობის უკონტროლობამ მიიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე.

6 თებერვალს გახდება 9 წელი, რაც მიჯაჭვულია სარეცელს და მხოლოდ ჩემს იმედად არის დარჩენილი…

მოგმართავთ, თხოვნით, თურქეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, ჯაბას მდგომარეობიდან გამომდინარე, ვისაც გაქვთ სურვილი, დაგვეხმარეთ.

ჩემთვის მთავარია, ჯაბამ იცოცხლოს,” – აცხადებს მომღერლის დედა მანანა გვასალია.

16 დეკემბერს 19 საათზე, სტამბულში სულთანაჰმედზე, კაფე „ჯოიში“ ჯაბა ბოჯგუას მხარდასაჭერად გაიმართება საღამო ემიგრანტთათვის.

არ დაიზაროთ ემიგრანტებო, ჯაბას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება!!!

ვინც კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებს, შეუძლია თანხა ჩარიცხოს ჯაბა ბოჯგუას დედის მანანა გვასალიას ანგარიშზე:

საბანკო კოდი – TBGBGE22
მიმღების დასახელება – მანანა გვასალია;
საბანკო ანგარიში – GE26TB7447145061600017
სს „ თიბისი ბანკი“ – TBC BANK;
ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ
შემდეგ ნომერზე: 0901 700 039
მანანა გვასალია – მობ.ტელ: 599 40 00 13